ჩვენ ვიცით, რას მოუტანს სომხეთს ევროკავშირის წევრობა, - ამის შესახებ კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
"ჩვენ ყველა ვექტორითა და მიმართულებით მაქსიმალური თანამშრომლობა გვაინტერესებს და მულტინაციონალური ფორმატების გარდა, ჩვენ ძალიან მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობა გვაკავშირებს. ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისკენ მივისწრაფვით.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ სურვილს - დააბალანსოს სხვადასხვა მიმართულებები. ჩვენ ვიცით, თუ რას მოუტანს სომხეთს ევროკავშირში წევრობა. ვნახოთ, ევროკავშირთან დაახლოება კონკრეტულად რას მოიტანს. აქ ხომ ყველაფერი შედარების გზით ირკვევა", - განაცხადა პესკოვმა.