"სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება" – ამბობს კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინასთან შეთანხმების მისაღწევად რუსეთისთვის დაწესებულ 50-დღიან ულტიმატუმს 10-12 დღემდე ამცირებს. 

"ჩვენ კვლავ პასუხისმგებლობით ვეკიდებით უკრაინის ირგვლივ კონფლიქტის მოსაგვარებლად სამშვიდობო პროცესს და იმის უზრუნველყოფას, რომ ჩვენი ინტერესები დაცული იყოს" – ამბობს პესკოვი. 

ტრამპმა განაცხადა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტით, ვლადიმირ პუტინით იმედგაცრუებული იყო და ამის გამო მისთვის მიცემულ 50-დღიან ულტიმატუმს შეამცირებდა.

"მე ვაპირებ ახალი ვადა დავაწესო - დღეიდან დაახლოებით 10 ან 12 დღე. ლოდინს აზრი არ აქვს. თავიდან 50 დღე იყო გათვალისწინებული, მინდოდა ლმობიერი ვყოფილიყავი, მაგრამ ჩვენ, უბრალოდ, ვერანაირ პროგრესს ვერ ვხედავთ" - თქვა ტრამპმა