აშშ-ში ორი მსხვილი ბანკის გაკოტრებას ევროპული ბანკების აქციების ფასის ვარდნა მოჰყვა.
დღეს ესპანური Banco Santander-ის, გერმანული Commerzbank-ის, იტალიური UniCredit-ის და შვეიცარიული Credit Suise-ის აქციების ფასის ვარდნამ ევროპული აქციების საფონდო ინდექსის, Stoxx 600-ის 5,7%-იანი ვარდნა გამოიწვია.
ამერიკული „სილიკონ ველი ბანკის" გაკოტრების შესახებ ცნობის გავრცელების შემდეგ Banco Santander-ის აქციები 7,7%-ით, Commerzbank-ის 13,11%-ით, UniCredit-ის კი 11,83%-ით დაეცა.
დღის გარკვეულ პერიოდში 15%-მდე იყო შემცირებული შვეიცარიული Credit Suise-ის აქციების ფასი.
ამ მომენტისთვის Credit Suise-ის აქციების ფასი 12,98-ით არის შემცირებული და 2,172 შვეიცარიული ფრანკი ღირს, რაც ახალი ისტორიული ანტირეკორდია.