გუშინ, 2 მარტს, შვეიცარიულ საბანკო გიგანტ Credit Suisse-მა ახალი ანტირეკორდი დაამყარა.

დღის განმავლობაში Credit Suisse-ის აქციების ფასი 6,95%-ით გაუფასურდა და დღის ბოლოს აქცია 2,57 შვეიცარიული ფრანკი ღირდა. 

Credit Suisse-ის აქციების ისტორიული მინიმუმი დღემდე 2,65 შვეიცარიული ფრანკი იყო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ შვეიცარიულმა საბანკო  გიგანტმა მდიდარი აზიელი კლიენტების მისაზიდად 5 და მეტ მილიონი დოლარის ახალ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები გაზარდა.