გუშინ, 22 თებერვალს, შვეიცარიულ საბანკო გიგანტ Credit Suisse-ს აქციების ფასი ისტორიულ მინიმუმს ჩასცდა
გუშინდელი სავაჭრო დღის დასაწყისში Credit Suisse-ის აქციის ფასი 2,2771 შვეიცარიული ფრანკი იყო, დღის განმავლობაში ფასმა 4,11%-იანი ვარდნა განიცადა და ვაჭრობის დასასრულს ისტორიულ მინიმუმზე ქვემოთ, 2,657 შვეიცარიულ ფრანკამდე დაეშვა.
შვეიცარიულ პორტალ finews-ის ინფორმაციით, აქციების ფასის ვარდნის მიზეზი შვეიცარიის ფინანსური ბაზრის ზედამხედველობის ორგანოს (Finma) მიერ დაწყებული გამოძიებაა, Finma იძიებს Credit Suisse-ის პრეზიდენტ ლემანის მიერ ანგლო-საქსური მედიისთვის გაკეთებული განცხადებების სისწორეს.
ძიების საგანი არის ის, რომ 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში ბანკიდან თანხების გადინება შორს იყო დასრულებიდან, როგორც ეს აჩვენა 2023 წლის თებერვლის დასაწყისში გამოქვეყნებულმა წლიური მონაცემებმა.
უფრო კონკრეტულად კი დაახლოებით 15 პროცენტიანი განსხვავებაა ლემანის მიერ ინტერვიუებში ნახსენებს და კვარტალში დაფიქსირებულ რიცხვებს შორის. შედეგი არის ნდობის შემდგომი დაკარგვა.
ეს ხარვეზი ერთ-ერთია კომუნიკაციის ხარვეზების სერიიდან, რომლებიც უკვე ექვს თვეზე მეტია რაც ანადგურებს Credit Suisse-ს და კიდევ უფრო შორს სწევს გამოსწორების პერსპექტივას, - აღნიშნავს finews და იქვე დასძენს, რომ დღევანდეკლ ტოტალურ საინფორმაციოო საუკუნეში სწორი კომუნიკაციის როლი სათანადოდ Credit Suisse-ის ახალმა გენერალურმა დირქტორმა ულრიხ კიოლნერმაც ვერ შეაფასა.