ამის შესახებ გერმანულ და საერთაშორისო ფინანსურ ცენტრებში მიმდინარე მოვლენებზე ორიენტირებული გერმანული ყოველდღიური გერმანული გაზეთი Börsen-Zeitung წერს.  

Credit Suisse ააქტიურებს კამპანიას მდიდარი კლიენტების და მათი სახსრების დასაბრუნებლად. აზიაში შვეიცარიელები ახლა კლიენტებს სთავაზობენ ფიქსირებულ სადეპოზიტო საპროცენტო განაკვეთებს 6,5%-მდე, რაც ბევრად აღემატება მათი კონკურენტების შეთავაზებებს

გერმანული მედიაკომპანია onvista-ს ინფორმაციით, Credit Suisse ამ განაკვეთს კლიენტებს სთავაზობს ახალ, სამთვიან, 5 და მეტ მილიონიან დეპოზიტებზე, რაც თითქმის სრული პროცენტული პუნქტით აღემატება დეკემბერში შეთავაზებულ განაკვეთს.

ერთ წლამდე ვადით დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი 7%-მდეა და დაახლოებით 100-დან 200 საბაზისო პუნქტით აღემატება მსხვილ რეგიონულ კონკურენტების, JP Morgan-ის, UBS-ის და Citigroup-ის შეთავაზებებს.  

ამ გზით ბანკი მდიდარი კლიენტების მოზიდვასთან ერთად მდიდარი კლიენტების შენარჩუნებას და  კლიენტების სახსრების გადინების შეჩერებას ცდილობს.  

Börsen-Zeitungის თქმით, სექტემბრის შემდეგ სინგაპურსა და ჰონგკონგში სულ მცირე თორმეტმა მდიდარმა კლიენტმა დატოვა ბანკი.