აღნიშნული გზა ერთმანთთან აკავშირებს როგორც ქუთაისს, ბაღდათს, აბასთუმანსა და ბენარას, ისე მათ მიმდებარე სოფლებს. მათ შორის კურორტ საირმეს.

დაზიანებული გზის აღსადგენად, ტარდება გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, ასფალტის საფარის, ხელოვნური ნაგებობების მოწყობა და რეაბილიტაცია: რკინა-ბეტონის მილების, არხების და კედლების, ქვაცვენის საწინააღმდეგო ბადეებისა და ლითონის მოაჯირის, ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა; რეაბილიტაცია ჩაუტარდება მონაკვეთზე არსებულ 7 სახიდე გადასასვლელს

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 26 839 371 ლარით ფინანსდება და მისი დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება

ინფორმაციას საგზაო დეპარტამენტი ავრცელებს.