საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ დაადასტურა, რომ ისრაელმა იარიში მიიტანა ნეთენზში ირანის ბირთვული გამდიდრების მთავარ ობიექტზე.
ამის შესახებ რაფაელ გროსიმ „იქსში“ დაწერა. მისი თქმით, „ყურადღებით აკვირდება ირანში არსებულ უკიდურესად შემაშფოთებელ სიტუაციას“.
სააგენტოში განაცხადეს, რომ კონტაქტზე არიან ირანის ხელისუფლებასთან ობიექტზე რადიაციის დონის, ასევე ირანში მყოფი ინსპექტორების შესახებ.