ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფო ინიციატივაზე და სახელმწიფო გრანტის გაცემის პროცესზე, შესაბამისად იქნება 19 წევრისგან შემდგარი განმხილველი საბჭო, რომელიც არის დაკომპლექტებული აღმასრულებელი და სხვა წარმომადგენლებისგან. თუმცა ასევე ჩვენ, სანამ საბჭო უშუალოდ მიიღებს გადაწყვეტილებას გრანტის გაცემის ან არ გაცემის შესახებ, მანამდე შესაძლებლობა გვაქვს, რომ მოვიწვიოთ სხვა უწყების წარმომადგენლები, ასევე აკადემიური წრე და სხვა ექსპერტები, იმისათვის, რომ მათი კომპეტენტური მოსაზრება მოვისმინოთ საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღებამდე. ეს არის ჩართულობითი პროცესი და ამის უზრუნველსაყოფად ყველაფერს გავაკეთებთ, - განაცხადა სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ თამარ ზოდელავამ.
მისივე თქმით, სააგენტო გასცემს რეკომენდაციებს იმისათვის, რომ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა შეძლონ ერთი მხრივ საგრანტო წინადადების და პროექტის განხორციელება და ასევე მოახდენს მათზე ზედამხედველობას იმისათვის, რომ მოხდეს კეთილსინდისიერად და ხელშეკრულების შესაბამისად საგრანტო ვალდებულებების შესრულება.
„სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო ერთი მხრივ გასცემს და მეორე მხრივ მონიტორინგს აწარმოებს, როგორც შესრულების კუთხით, ასევე ფინანსური კუთხით. ანუ თქვენ შუალედურად, სანამ დაასრულებთ თქვენ საგრანტო წინადადებას და პროექტის განხორციელებას, ჩვენ ამ პროცესს თავიდან ბოლომდე უზრუნველვყოფთ როგორც სააგენტო და შესაბამისად რეკომენდაციებსაც გავცემთ იმისათვის, რომ თქვენ შეძლოთ ერთი მხრივ თქვენი საგრანტო წინადადების და პროექტის განხორციელება და ჩვენც, რა თქმა უნდა, უნდა ვიცოდეთ, რომ თქვენ კეთილსინდისიერად და ხელშეკრულების შესაბამისად ახორციელებთ თქვენ საგრანტო ვალდებულებებს“, - განაცხადა თამარ ზოდელავამ.