ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი" აქვეყნებს.

Credit Suisse-მა გადადო თავისი წლიური ანგარიშის გამოქვეყნება აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიიდან (SEC) წინა წლების ფინანსურ ანგარიშგებებთან დაკავშირებით ბოლო წუთებში შესული ზარის  შემდეგ.

აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიის უჩვეულო ჩარევა მორიგი დარტყმაა ბანკისთვის, რომელიც აღადგინოს ინვესტორების ნდობა მთელი რიგი სკანდალებისა და წარუმატებლობის შემდეგ, რამაც გამოიწვია მისი აქციების ფასის ვარდნა და აიძულა კლიენტები გაეტანათ მილიარდები, - წერს „როიტერი"

„მენეჯმენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს ხანმოკლე დროით გადადოს თავისი ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნება, რათა უკეთ გაიგოს მიღებული კომენტარები“, - ნათქვამია ბანკის განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ 2022 წლის ფინანსური შედეგები „არ შეიცვლება“.

SEC-მა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, სხვა მაკონტოლებელი ორგანოს ჩართვა კი არ მომხდარა, - ამბობს ამ საკითხში ჩახედული პირი.  

შვეიცარიულმა ფინანსურმა მარეგულირებელმა Finma-მ „როიტერს" განუცხადა, რომ Credit Suisse-მა აცნობა მას ფინანსური ანგარიშგების თარიღის გადაწევის შესახებ.

ცნობამ Credit Suisse-ში  SEC-იდან ზარის და ფინანსური ანგარიშგების თარიღის გადაწევის შესახებ ბანკის აქციების ფასის ისტორიულ მინიმუმს ქვემოთ ვარდნა გამოიწვია. დღის ბოლოს აქცია 2,52 შვეიცარიული ფრანკი ღირდა.



„როიტერის" ინფორმაციით, დღეს ვაჭრობის დაწყებიდან რამდენიმე წუთში Credit Suisse აქციის ფასი 2,46 შვეიცარიულ ფრანკამდე დაეცა. ამ დროისთვის აქციის ღირებულება 2,53 შვეიცარიული ფრანკის ტოლია