ჩვენი ძალები ახლა თეირანის გულს ურტყამენ და ეს მომავალ დღეებში კიდევ უფრო გაძლიერდება, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„ჩვენ გუშინ გავანადგურეთ ტირანი ხამენეი. მასთან ერთად გავანადგურეთ ჩაგვრის რეჟიმის ათობით უმაღლესი თანამდებობის პირი. ჩვენი ძალები ახლა თეირანის გულს მზარდი ინტენსივობით ურტყამენ და ეს მომავალ დღეებში კიდევ უფრო გაძლიერდება.

ძალების ეს კომბინაცია საშუალებას გვაძლევს, გავაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც მინდოდა დიდი ხანია, 40 წლის განმავლობაში, გადამწყვეტი დარტყმა მივაყენოთ ტერორისტულ რეჟიმს. ეს არის ის, რისი პირობაც დავდე და ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.