სამხედრო ოპერაცია დაიწყო ისლამური რესპუბლიკის მიერ შექმნილი „ეგზისტენციალური საფრთხის მოსაშორებლად“ და ირანელებისთვის „პირობების შესაქმნელად“, რათა შეცვალონ თავიანთი ბედი – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ისრაელის მთავრობის მეთაურმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა.

„47 წლის განმავლობაში აიათოლას რეჟიმი ყვიროდა: „სიკვდილი ისრაელს“ და „სიკვდილი ამერიკას“. მან დაღვარა ჩვენი სისხლი, მოკლა მრავალი ამერიკელი და ხოცვა-ჟლეტა მოუწყო საკუთარ ხალხს. ამ მკვლელ ტერორისტულ რეჟიმს არ უნდა მიეცეს უფლება, შეიარაღდეს ბირთვული იარაღით, რომელიც საშუალებას მისცემს, საფრთხე შეუქმნას მთელ კაცობრიობას. დადგა დრო, რომ ირანელი ხალხის ყველა ეთნოსმა – სპარსელებმა, ქურთებმა, აზერბაიჯანელებმა, ბელუჯებმა და აჰვაზებმა – მოიშორონ ტირანიის უღელი და შექმნან თავისუფალი და მშვიდობის მაძიებელი ირანი.

მოგიწოდებთ თქვენ, ისრაელის მოქალაქეებო, დაიცვათ შიდა ფრონტის სარდლობის მითითებები. უახლოეს დღეებში, ოპერაცია „ლომის ღრიალის“ დროს ყველა ჩვენგანს მოთმინებისა და შინაგანი ძალის გამოვლენის ვალდებულება ექნება. ერთად დავდგებით, ერთად ვიბრძოლებთ და ერთად უზრუნველვყოფთ ისრაელის მომავალს“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ირანელ ხალხს და ირანის უსაფრთხოების ძალებს მოუწოდა:  ირანის უსაფრთხოების ძალებს ვეუბნები, დაუყოვნებლივ დაყარეთ იარაღი, თორემ გარდაუვალი სიკვდილი გელით

ცნობისთვის, ისრაელში "განსაკუთრებული და მუდმივი საგანგებო მდგომარეობა" გამოცხადდა.

ირანზე შეტევა აშშ-ისრაელის ერთობლივი ოპერაციაა. ამერიკული მხატე ადასტურებს აღნიშნულ ინფორმაციას.

გავრცელებული ინფორმაციით, ინფორმაციით, შეტევის ერთ-ერთი სამიზნე ირანის საპრეზიდენტო რეზიდენციაა.

იბომბება ის ადგილები, საიდანაც ირანს ისრაელზე შეტევა შეუძლია.

ისრაელის მიმართულებით რაკეტის გაშვების შემთხვევა ჯერჯერობით არ დასტურდება. ისრაელმა საჰაერო სივრცე დახურა და ყველა სამოქალაქო ფრენა გაუქმებულია.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ირანზე თავდასხმა ისრაელისკენ მიმართული საფრთხეების განეიტრალებას ისახავს მიზნად.