ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდა. შეხვედრისას ნეთანიაჰუმ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც ოფიციალურად შეუერთდა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის "მშვიდობის საბჭოს".
ისრაელის პრემიერ-მინისტრი თეთრ სახლში დონალდ ტრამპსაც შეხვდება.
შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტთან საუბრის მთავარი თემა ირანთან მოლაპარაკებები იქნება.




