აშშ-ის ადმინისტრაციამ უვიზო რეჟიმის პროგრამაში რუმინეთის რეიტინგი დაადაბლა.

რუმინეთი სინანულით აღნიშნავს, რომ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა გადაწყვიტა ხელახლა გადაეხედა რუმინეთის უვიზო რეჟიმის პროგრამაში ჩართვის საკითხისთვის. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ ფაქტის კონტექსტში, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ საზღვრების დაცვა და არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა აბსოლუტურ პრიორიტეტად აქცია, როგორც პოლიტიკურ, ასევე ტექნიკურ დონეზე. იმის გათვალისწინებით, რომ რუმინეთმა შეასრულა აშშ-ის კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, რომელიც Visa Waver პროგრამაში გასაწევრიანებლად არის მოთხოვნილი, სამინისტრო წუხს აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, - აცხადებს რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და დასძენს: 

„თუმცა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება ამერიკის ხელისუფლების შეხედულებისამებრ და ასახავს ადმინისტრაციის პრიორიტეტებს. რუმინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები რჩებიან პარტნიორებად, რომლებსაც მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი გააძლიერონ თანამშრომლობა ყველა სფეროში. ამიტომ, რუმინეთის მთავრობა და ყველა კომპეტენტური რუმინული ინსტიტუტი და ორგანო გააგრძელებს დიპლომატიური და ტექნიკური ნაბიჯების გადადგმას რუმინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მისაღებად“.

აშშ-ის მთავრობა მიზეზად იმიგრაციის საკითხს ასახელებს.

25 მარტს, შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა განიხილავს რუმინეთის ჩართვას უვიზო რეჟიმის პროგრამაში, რათა უზრუნველყოს უსაფრთხოების მკაცრი მოთხოვნების დაცვა. განხილვის პროცესი უკვე დასრულებულია. ადმინისტრაციის მიერ სასაზღვრო უსაფრთხოებასა და იმიგრაციასთან ბრძოლაზე ფოკუსირების კონტექსტში, შინაგანი უსაფრთხოების მდივანმა, სახელმწიფო მდივანთან კონსულტაციით, გადაწყვიტა დაუყოვნებლივ გააუქმოს რუმინეთის ჩართვა უვიზო რეჟიმის პროგრამაში. აშშ-ის საიმიგრაციო სისტემის მთლიანობის უზრუნველყოფა კრიტიკულად მნიშვნელოვანია პრეზიდენტის მისიისთვის, რათა ამერიკა უფრო უსაფრთხო, ძლიერი და აყვავებული გახადოს.

რუმინეთი კვლავ რჩება უვიზო რეჟიმის პროგრამის კანდიდატად და ამ კონტექსტში, მისი პროგრამაში გაწევრიანების საკითხი შესაძლოა მომავალში გადაიხედოს. ჩვენ მადლობელი ვართ ვართ რუმინეთის მჭიდრო პარტნიორობისთვის ჩვენ მადლობელი ვართ ვართ რუმინეთის მჭიდრო პარტნიორობისთვის, - აცხადებს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია.

რუმინული მედიის ცნობით, აშშ-ის ადმინისტრაცია კვლავაც შეშფოთებულია ევროპაში დემოკრატიის რეგრესიით, თუმცა აღნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლის პროგრამიდან რუმინეთის ამორიცხვა ამ ფაქტორის გამო არ მომხდარა. 

რუმინეთი გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს  შეერთებულ შტატებთან სასაზღვრო უსაფრთხოების გასაძლიერებლად და უვიზო რეჟიმის პროგრამაში რუმინეთის კვლავ ჩასართავად. რუმინეთის მოქალაქეები იმსახურებენ იმავე მოპყრობას, რასაც სხვა მოკავშირე სახელმწიფოების მოქალაქეები, რომლებსაც უვიზო მიმოსვლა აქვთ შეერთებულ შტატებში და, შესაბამისად, რუმინეთის მთავრობა გააგრძელებს დიპლომატიურ დიალოგს უმაღლეს დონეზე, რათა უზრუნველყოს რუმინელების უფლებების დაცვა, - აცხადებს რუმინეთის მთავრობა.

რუმინეთი ბულგარეთთან და კვიპროსთან ერთად ევროკავშირის წევრ იმ სამ ბოლო ქვეყანას შორის იყო, რომელიც უვიზო რეჟიმს 2021 წლიდან ელოდებოდა.

დღეისათვის შეერთებულ შტატებში უვიზოდ შესვლის პროგრამით 42 ქვეყანა სარგებლობს:

ავსტრალია (1996)
ავსტრია (1991)
ანდორა (1991)
ახალი ზელანდია (1991)
ბელგია (1991)
ბრუნეი (1993)
გაერთიანებული სამეფო (1988)
დანია (1991)
ესპანეთი (1991)
ესტონეთი (2008)
გერმანია (1989)
იაპონია (1988)
ირლანდია (1995)
ისლანდია (1991)
ისრაელი (2023)
იტალია (1989)
კატარი (2024)
კორეა (2008)
ლატვია (2008)
ლიეტუვა (2008)
ლიხტენშტაინი (1991)
ლუქსემბურგი (1991)
მალტა (2008)
მონაკო (1991)
ნიდერლანდები (1989)
ნორვეგია (1991)
პოლონეთი (2019)
პორტუგალია (1999)
საბერძნეთი (2010)
სან-მარინო (1991)
საფრანგეთი (1989)
სინგაპური (1999)
სლოვაკეთი (2008)
სლოვენია (1997)
ტაივანი (2012)
უნგრეთი (2008)
ფინეთი (1991)
შვედეთი (1989)
შვეიცარია (1989)
ჩილე (2014)
ჩეხეთი (2008)
ხორვატია (2021)