23 თებერვალს, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევით და ქალაქ თბილისის მერიის თანადგომით, საქართველოს პარლამენტის ფასადზე (ჩიტაძის ქუჩის მხრიდან), თბილისის დაცვისთვის 1921 წელს დაღუპულ გმირთა მემორიალური დაფა გაიხსნება.

პარლამენტის შენობის ადგილას მდგარ სამხედრო ტაძრის გალავანში დაიკრძალნენ საბჭოთა რუსეთთან ომში დაღუპული გმირები: ალექსანდრე ახვლედიანი (იუნკერი), მიხეილ ლოლუა (იუნკერი), არჯევან ანანიაშვილი (მაიორი), ირაკლი თოიძე (კაპიტანი), პლატონ დოლიძე (იუნკერი) ოთარ ლორთქიფანიძე (იუნკერი), ნიკოლოზ ზანდუკელი (კაპიტანი) გენო ქარუმიძე (ლეიტენანტი), მიხეილ თუმანიშვილი (კაპიტანი) იოსებ ჯანდიერი (იუნკერი) , პავლე იაკობაშვილი (იუნკერი) ივანე იოსავა
ნიკოლოზ კალანდარიშვილი(მოხალისე) ლევან კანდელაკი (იუნკერი), მარო მაყაშვილი (მოწყალების და). აგრეთვე ოფიცრები, ჯარისკაცები, გვარდიელები და მოხალისეები.

მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო მოგმართავთ თხოვნით, ზემოთ ჩამოთვლილი გმირების ოჯახის წევრებს და ახლობლებს დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონებზე: 577 72 79 72; 591 40 57 33; 2 14 02 65.