ვაკის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენას განაგრძობს. სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში, ამჯერად, საგზაო პროექტი წყნეთში, ცაბაძის ქუჩაზე ხორციელდება.
დაახლოებით, 1300 კვ. მ. ფართობზე მოეწყობა გზის ახალი საფუძველი და დაიგება ასფალტის საფარი. გარდა ამისა, გზა უკვე მოწესრიგდა წყნეთში, ლესელიძის ქუჩაზე, სადაც 1700 კვ. მ. ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო. საგზაო სამუშაოებს, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს.