2026 წლის I კვარტალში, ქვეყანაში არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, ბიზნესსექტორში პოზიტიური დინამიკა გრძელდება. იანვარ-მარტში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვების, ისე დასაქმების მიმართულებით.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბიზნეს სექტორის ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10.7%-ით გაიზარდა და I კვარტლისთვის რეკორდული მაჩვენებელი - 62.0 მლრდ ლარი შეადგინა. 

ამავე პერიოდში, ბიზნესის გამოშვება 12.4%-ით გაიზარდა და   23.3 მლრდ ლარს გაუტოლდა, რაც პირველი  კვარტლს ჭრილში რეკორდულ ოდენობას წარმოადგენს. საანგარიშო პერიოდში  ზრდა დაფიქსირდა როგორც მსხვილ, ისე მცირე და საშუალო ბიზნესში: მსხვილი საწარმოების გამოშვება 13.0%-ით გაიზარდა, ხოლო მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვების ზრდამ 11.9% შეადგინა.

გამოშვების ზრდა დაფიქსირდა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, მათ შორის ხაზგასასმელია დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, სამთომოპოვებითი მრეწველობა  და ა.შ.

ეკონომიკურ აქტივობასთან ერთად, იზრდება დასაქმებულთა რაოდენობაც. 2026 წლის I  კვარტალში, ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 3.7%-ით (28.5 ათასით) გაიზარდა და 799.4 ათასი შეადგინა, რაც პირველი კვარტლის ჭრილში რეკორდული მაჩვენებელია.

წინა წლის I კვარტალთან შედარებით, სამუშაო ადგილების რაოდენობა გაზრდილია ეკონომიკის ყველა სექტორში. დასაქმების ზრდის პარალელურად, გაზრდილია დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.