ბოლო დროს აქციებმა, მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ საქართველო არის ძალიან ლამაზი, ამაყი, გონიერი ხალხით დასახლებული ქვეყანა. - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 


ქოცების მხრიდან ამ აქციების დაცინვის მცდელობა სასაცილოდ გამოიყურება. თუ ასე დარწმუნებული ხართ საკუთარ თავში, აბა გამოიყვანეთ თქვენი გულწრფელი მომხრეები და ვნახოთ, თუ რამდენი წამოგყვებათ ქუჩაში?

დღევანდელი მდგომარეობით, 2021 წლისგან განსხვავებით, აიპების და სსიპ-ების თანამშრომლების უმრავლესობაც არ გამოგყვებათ, ისეთი მორალური კლიმატია საზოგადოებაში.
რამდენადაც აწევს ივანიშვილი ფსონებს, იმდენად უნდა გავყვეთ, ვინაიდან ამჯერად, შულერი თავის თამაშს ვეღარ გვახვევს და ჯეკპოტი საქართველოს დარჩება.

ამიტომ, საქართველოში არ უნდა დარჩეს არცერთი დასახლებული პუნქტი, სადაც არ გავაერთიანებთ ძალებს და არ შევქმნით უსამართლობისადმი დაუმორჩილებლობის საერთო ცენტრს. მორალურ დისკომფორტს შევუქმნით დანაშაულებრივი რეჟიმის საყრდენებს.

რეპრესიები იქნება, მეც ვარ მზად ამისთვის, მაგრამ ეს იქნება შემოდგომის ბუზების კბენა, ვინაიდან საქართველო არაა რუსეთი და მომავალი საქართველოსია!" - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკში".

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები

შეგახსენებთ,    საქართველოს პარლამენტიმა  პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღ

2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..

2024 წლის 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, დღემდე საპროტესტო აქციებით გრძელდება