ელისაშვილს ჩემ მიმართ სოლიდარობა არასდროს ემეტება, მიუხედავად ამისა, მას, როგორც „ქოცების“ იაფფასიანი შურისძიების მსხვერპლს, სრულ სოლიდარობას ვუცხადებ! - ამის შესახებ საქართველო მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ალეკო ელისაშვილს ჩემ მიმართ რაიმე სახის სოლიდარობა არასდროს ემეტება. მიუხედავად ამისა, მას, როგორც ქოცების იაფფასიანი შურისძიების მსხვერპლს, სრულ სოლიდარობას ვუცხადებ!
ამ ეპიზოდში ყველაზე ამაზრზენი იყო ის, რომ პოლიციელები, რომლებიც ალეკოს კანცელარიასთან ურტყამდნენ, იქცეოდნენ როგორც ნამდვილი კრიმინალები.
დანაშაულებრივი რეჟიმი აუცილებლად დასრულდება!“- წერს მიხეილ სააკაშვილი.