„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს გაშმაგებით ებრძვიან ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ლიდერები, არავინ სხვა, და ისინი შანტაჟის ენით საუბრობენ“, - განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახაბერ ლაბუჩიძემ, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
კახაბერ ლაბუჩიძემ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, პოლიტიკური გზა გაიხსენა და დღეს მიმდინარე მოვლენებთან პარალელები გაავლო.
მისი თქმით, 9 აპრილ გამოვლილ ერს მაშინ ევროპის ლიდერებმა უთხრეს, რომ დამოუკიდებლობაზე ფიქრი უდროო იყო და ერი დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა.
„მაშინ არ შევეპუეთ არაფერს და დამოუკიდებლობა მაინც გამოვაცხადეთ. ახლა სიტყვები შეცვალეს. თუ მაშინ გვეუბნებოდნენ, დინების საწინააღმდეგოდ მიცურავთო, ახლა გვეუბნებიან, ეს რუსული კანონიაო. გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტში სხვა არაფერი წერია, გარდა იმისა, თუ რა ფული შემოდის და რაში იხარჯება. ეს უნდა იცოდეს მთელმა ქვეყანამ. ამ კანონს განა აუცილებლად მივიღებთ, აუცილებელია, რომ მივიღოთ“, - განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.