საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, საქართველოს მოსახლეობამ 2024 წლის პირველი იანვრისთვის 3 მილიონ 694 ათას 608 კაცი შეადგინა, რაც 2023 წლის 1 იანვრისთვის არსებულზე 41 749-ით  ანუ 1,1%-ით ნაკლებია.

2023 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-2 542) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-39 207).

საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია.

2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 38 წელს