ღალატის ქრონიკა 2012 წლიდან - ამ სათაურით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მიღებულ გადაწყვეტილებების სიას აქვეყნებს:
ღალატის ქრონიკა 2012 წლიდან:
2012 წელს საარჩევნო კამპანიისთვის რუსეთმა ივანიშვილს 2,5 მლრდ. დოლარი გადასცა;
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ოცნებამ“ „პირველი კავკასიური არხი“ (ჩვენი რუსულენოვანი მაუწყებელი, რომელიც სჯაბნიდა რუსულ პროპაგანდას რუსეთისვე ტერიტორიაზე) დაკეტა. სამაგიეროდ, რუსებს ქართულ ენაზე საქართველოში რადიო "Спу́тник" (თანამგზავრი) გაახსნევინეს;
2012 წელს გაათავისუფლეს რუსი ჯაშუში და რუსეთში დაპატიმრებულ ქართველ მზვერავებზე მათი დაგეგმილი გაცვლა ჩაშალეს;
2012 წელსვე ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დახურეს;
2013 წელს ამერიკელი მასწავლებლების პროგრამა გააუქმეს;
2013 წელს თბილისის სამხედრო დამცავი ზღუდე მოშალეს და რუსეთის დაზვერვას 2008 წლის ომში მონაწილე ქართველი ოფიცრების და ჯარისკაცების სია გადასცეს;
2014 წელს "ФСБ"-ის თანამშრომელი, ფარცხალაძე მთავარ პროკურორად დანიშნეს. მან რუსების დავალებით ჩემს წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრა;
2013 წელს შეაჩერეს ანაკლიის პორტისა და ბათუმში ამერიკული “Royal Caribbean”-ის ტერმინალის მშენებლობა. ამავე დროს, ქართული ენერგეტიკული სისტემა ხელახლა მიაბეს “გაზპრომს”;
ამავე წლებში, "დელტას" სამხედრო წარმოებაც გაანადგურეს, შეაჩერეს ყველა ახალი ტექნოლოგიის, მათ შორის ქართული ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების (რაც განსაკუთრებით მოთხოვნადია ახლა) წარმოება შეაჩერეს;
შემდეგ იყო “გავრილოვის ღამე”, “რუსული კანონი”, “რუსული ოფშორების კანონი”.
დანარჩენი თქვენ თვითონ მიაწერეთ...