საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2023 წელს საქართველოდან ემიგრაციაში წავიდა 245 064 კაცი, საქართველოში კი შემოვიდა 205 857 კაცი.

საქართველოდან ემიგრაციაში წასულთა 46,9% ანუ 114 952 არის 20 წლამდე ასაკის, მიგრანტთა შორის კი იმავე ასაკის არის 28,4% ანუ 58 426.

2023 წელს საქართველოდან ემიგრაციაში წასულ 20 და მეტი წლის ასაკის პირთა ოდენობა 17 319-ით ნაკლებია იმავე ასაკის მიგრანტთა ოდენობაზე.

მონაცემები ემიგრანტთა და მიგრანტთა მოქალაქეობის მითითებით, ჩაშლილი ასაკობრივად, არაა ხელმისაწვდომი, მთლიანობაში კი 2023 წელს საქართველოდან ემიგრაციაში წასულთა 66,7%-ს საქართველოს მოქალაქეები შეადგენენ, მიგრაციიდან დაბრუნებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების ოდენობა 44,7%-ია.