GE EN FR

დღის სიახლეები

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: განმუხურში სანაპირო ზოლი საჭიროებს აღდგენას და დაცვას, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ განმუხური-ანაკლიის საკურორტო პოტენციალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საზღვაო სანაპირო ზოლის ეროზირებული ნაწილის აღდგენისა და დაცვის სამუშაოები იწყება, - პროექტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეცნო.

1752506591

მსოფლიო

ბიზნესი

მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობები „აზერბაიჯანის რკინიგზის“ ხელმძღვანელთან განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი „აზერბაიჯანის რკინიგზის“ ხელმძღვანელს, როვშან რუსტამოვს  შეხვდა, რომელიც სამუშაო ვიზიტით თბილისში იმყოფება. გასული კვირის ბოლოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფებოდა, სადაც აზერბაიჯანის პირველ პირებთან ქვეყნებს შორის სამგზავრო-სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობები განიხილა. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აღნიშნული ვიზიტიდან უმოკლეს ვადაში, „აზერბაიჯანის რკინიგზის" ხელმძღვანელი საკითხის განსახილველად თბილისს ეწვია. ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს ყველა ტექნიკური საკითხი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, მარიამ ქვრივიშვილის ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა მხარემ დააყენა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის ინიციატივასთან დაკავშირებით.

1752503327

ვახტანგ ცინცაძე: ივნისში ექსპორტის 10 პროცენტზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა და ექსპორტის რეკორდული მოცულობა 640 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

„ივნისში ექსპორტის 10 პროცენტზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა და ექსპორტის მოცულობამ 640 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის ეს მაჩვენებელი რეკორდულია ივნისის თვის მაჩვენებლებთან შედარებით. ასევე რეკორდულია 6 თვეში სავაჭრო ბრუნვა, რომელიც 13 პროცენტით გაიზარდა და 12 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. აღნიშნული განაპირობა იმ ბიზნეს აქტივობამ, რაც ქვეყანაში ფიქსირდება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ. 

1752502826

სპორტი

ქალთა შორის მსოფლიო თასის მეოთხე რაუნდში ნანა ძაგნიძე და ლელა ჯავახიშვილი ითამაშებენ

ბათუმში, სასტუმრო „გრანდ ბელაჯიოში“, ქალთა შორის მსოფლიო თასის გათამაშებაზე, მესამე რაუნდის ტაი-ბრეიკები დასრულდა.

1752506140

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ ლონდონის „ჩელსისთან“ სენსაციურად დამარცხდა (ვიდეო)

ისტ-რატერფორდში, „მეტლაიფზე“, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა დასრულდა.

1752441244

სხვა სიახლეები

შსს: "სადგურის მოედნის" მიმდებარედ საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა - მოვუწოდებთ მოქალაქეებს, ადგილზე მყოფ მედიას, დაემორჩილეთ პოლიციის მითითებებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებისა და საპოლიციო ძალების მობილიზება.

1752508759

პატრიარქის ნათლულებს 1 000 ბავშვი შეემატა

13 ივლისს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობის 71-ე ეტაპი ჩატარდა.

1752507170

სააკაძის მე-2 შესახვევში ასფალტის ორფენიანი საფარი იგება

ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამჯერად, სააკაძის მე-2 შესახვევში 1 200 კვ.მ ფართობზე გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. 

1752506378