თბილისის მერი კახა კალაძე დიდუბის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

დედაქალაქის მერი შინაგან საქმეთა მინისტრ გელა გელაძესთან ერთად თევდორე მღვდლის ქუჩის N10-ში იმყოფებოდა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.

"შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა ერთი ადამიანი და ერთი დაშავებულია, რომელსაც უტარდება შესაბამისი მკურნალობა. კორპუსი ავარიული იყო და არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. ეს იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ. არაერთი შეხვედრა გაიმართა დიდუბის რაიონის გამგეობაში. ადგილობრივებს შესთავაზეს, მონაწილეობა მიეღოთ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში, რომლითაც უზრუნველვყოფდით აღნიშნული კორპუსის დემონტაჟს და ახლის სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნული პროგრამის განხორციელებას სჭირდება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ ვერ იქნა მიღწეული. რამდენიმე ოჯახი, რომელმაც განაცხადა თანხმობა, შენობიდან გაყვანილია და უზრუნველყოფილია ქირით, თუმცა, დანარჩენებმა ამ ეტაპზე უარი განაცხადეს", - განაცხადა კახა კალაძემ.

 "სადგურის მოედნის" მიმდებარედ საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა

შს მინისტრის განცხადებით, სახლის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილია ერთი ადამიანი და ერთი კლინიკაშია გადაყვანილი