მე რომ ვლადიმერ პუტინი ვიყო და მომესმინა, რას გეგმავს აშშ 50 დღეში, დავფიქრდებოდი, ხომ არ ღირს, უკრაინის მოლაპარაკებებს უფრო სერიოზულად მივუდგე, ვიდრე ახლა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ თეთრ სახლში პრეზიდენტ ტრამპთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

რაც შეეხება უკრაინას, რუტე მიიჩნევს, რომ ტრამპის გადაწყვეტილება შესანიშნავი სიახლეა მათთვის.

ნატო-ს გენერალური მდივანი ასევე ლოგიკურად მიიჩნევს ტრამპის მიდგომას, რომ უკრაინის თავდაცვისთვის საჭირო შეიარაღების საფასური ევროპამ გადაიხადოს.

რუტეს თქმით, უკრაინის მხარდაჭერა, რომ შეინარჩუნოს სიმტკიცე, ასევე, გადაწყვეტილება, რომ გაძლიერდეს ნატო-ს თავდაცვვითი-სამრეწველო წარმოება, რეალურად ევროპის გააქტიურებას ნიშნავს და ამის თანამონაწილედ ყოფნა სურს როგორც გერმანიას, ასევე ფინეთს, დანიას, შვედეთს, ნორვეგიას, გაერთიანებულ სამეფოსა და კანადას.

„ეს მხოლოდ პირველი ტალღაა. კიდევ უფრო მეტი იქნება. ვიმუშავებთ ნატო-ს სისტემების საშუალებით, რომ გავიგოთ, რა სჭირდებათ უკრაინელებს და შევადგინოთ დახმარების პაკეტები“, – განაცხადა მარკ რუტემ.

თარგმანი: პირველი არხი