ვერონაში, სარაგბო ცენტრ „პაიანინზე“ მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის ნახევარფინალური შეხვედრები დასრულდა.
უმცროსი ასაკის „ბორჯღალოსნებმა“ ესპანეთს 43:12(24;7) სძლიეს და მეცხრე-მეათე ადგილისთვის თამაშის უფლება მოიპოვეს.
საქართველო - ესპანეთი 43:12(24:7)
მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში შოტლანდიამ ირლანდია 22:21(17:7) დაამარცხა.
19 ივლისს, კალვიზანოში, საქართველოს შოტლანდიასთან მეცხრე ადგილისთვის ითამაშებს, ესპანეთი ირლანდიასთან კი მეთერთმეტე ადგილისთვის.
გამართა აგრეთვე მეხუთე-მერვე და პირველი-მეოთხე ადგილებისთვის პირველი ნახევარფინალური შეხვედრები.
ინგლისი - უელსი 51:13(17:13)
მეხუთე ადგილისთვის ინგლისი იტალიას და ავსტრალიას შორის გამარჯვებულს შეხვდება, უელსი კი იტალიას და ავსტრალიას შორის შეხვედრაში დამარცხებულთა ითამაშებს მეშვიდე ადგილისთვის.
პირველი-მეოთხე ადგილისთვის ნახევარფინალურ შეხვედრაში ახალმა ზელანდიამ საფრანგეთს სძლია
ახალი ზელანდია - საფრანგეთი 34:26(24:19)
ახალი ზელანდია - საფრანგეთი 34:26(24:19)
ფინალში ახალი ზელანდია სამხრეთ აფრიკას და არგენტინას შორის შეხვედრაში გამარჯვებულს შეხვდება, საფრანგეთი კი სამხრეთ აფრიკას და არგენტინას შორის შეხვედრაში დამარცხებულთან მესამე ადგილისთვის ითამაშებს.