ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე აცხადებს, რომ საქართველოს 55 მოქალაქეს ლატვიაში შესვლაზე აკრძალვა დაუწესდება.

ბაიბა ბრაჟეს თქმით, აღნიშნული პირები ლატვიის რესპუბლიკისთვის არასასურველ პირთა სიაში შეიყვანა და მათ ​ლატვიაში შესვლის აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დაუწესდათ.

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქართველოს დამატებით 55 მოქალაქე ლატვიის რესპუბლიკისთვის არასასურველ პირთა სიაში შევიყვანო. ამ პირებისთვის ლატვიაში შესვლის აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დაწესდა“, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

თარგმანი: პირველი არხი