ლაიფციგის „რედ ბულ არენაზე“ დასრულდა უეფას კონფერენც ლიგის ფინალური შეხვედრა.
ლონდონის „კრისტალ პალასის“ და მადრიდის „რაიო ვალიეკანოს“ ფინალურ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გავიდა.
ჯან-ფილიპ მატეტას მიერ 51-ე წუთზე გატანილმა გოლმა კონფერენც თასი „კრისტალ პალასს“ დაასაკუთრებინა.
მიმდინარე სეზონში ეს ინგლისელთა მიერ მოპოვებული უეფას მეორე თასია. 21 მაისს ევროპა ლიგის ფინალურ შეხვედრაში „ასტონ ვილამ“ „ფრაიბურგი“ 4:0 დაამარცხა.
უეფას ყველაზე პრესტიჟული თასის, უეფას ჩემპიონთა თასის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს „პარი სენ-ჟერმენი“ და არსენალი“ შეხვდებიან, 30 მაისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გაიმართება.




