საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ67-კმ68 (ქ.ჭიათურის გზატკეცილი, ე.ნინოშვილის ქუჩა) მონაკვეთზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია 2025 წლის 25 ოქტომბერს ატარებს სახალხო დღესასწაულს, „ჭიათურობას“, რის გამოც საჭიროა აღნიშნული მონაკვეთის ჩაკეტვა 2025 წლის 25 ოქტომბერს 21:00 სთ-დან 26 ოქტომბრის 21:00 სთ-მდე.
„ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შემოვლითი გზით. კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 67-ე კმ-დან 26 მაისის, გ.თხელიძის ქუჩების და გამსახურდიას სანაპიროს გავლით, საიდანაც შეუერთდება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზას 68-ე კმ-ში, ე. ნინოშვილის ქუჩის გამოყენებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.