ბათუმში, აჭარის ათლეტიზმის ფედერაციისა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში, აჭარის ღია ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდსა და წოლჭიმში გაიმართა.
შეჯიბრება IPF საერთაშორისო წესების დაცვით ჩატარდა.
აღნიშნულ ტურნირში, ფოთის ძალისმიერი სამჭიდის კლუბ "ფაზისი 2011" - ის ათლეტებმა წოლჭიმში, სამ წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზეს. მათ ანგარიშზე 2 ოქრო და 1 ბრინჯაოა.
59 კგ წონითი კატეგორია( ჭაბუკები):
🥉III ადგილი - ვლადიმერ გაბედავა (წოლჭიმი 42.5 კგ.)
66 კგ წონითი კატეგორია( ჭაბუკები):
🥇I ადგილი - ლუკა პატარაია (წოლჭიმი 85 კგ.)
105 კგ წონითი კატეგორია( ჭაბუკები):
🥇I ადგილი - ილია ფიფია (წოლჭიმი 70 კგ.)
აღსანიშნავია, რომ ტურნირზე მოპოვებული მედლების რაოდენობით, ფოთის ძალისმიერი სამჭიდის კლუბ "ფაზისი 2011"- მა გუნდური მე-3 ადგილი მოიპოვა.
მწვრთნელი: ლევან გორგოძე
კლუბის ხელმძღვანელი/მწვრთნელი: დავით გულუა