საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევას 80 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, ქვეითი  საგარეჯოს საავადმყოფოსთან  გზაზე გადასვლას  ცდილობდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
მიღებული დაზიანებებით ხანდაზმული ადგილზე გარდაიცვალა.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.