30 წლის „ტენერიფეს“ თავდამსხმელი ხესუს დე მიგელი სანტა-კრუზ-დე-ტენერიფეში გარდაიცვალა.
ფეხბურთელი ორშაბათს საღამოდან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებოდა. ის ანდორასთან მატჩის დროს, სტუმარი გუნდის მეკარეს დაეჯახა, რომელიც ბურთის მოსაგერიებლად გამოვიდა.
ხესუს დე მიგელმა დაჯახების დროს გონება დაკარგა და მოედანზე დაეცა.
კლუბმა გარდაცვაკების ფაქტი სოციალურ ქსელში განცხადებით დაადასტურა: „გულ გატეხილი, ყელში ბურთ გაჩხერილი, ვერ ვიჯერებთ, რომ ეს სიმართლეა. „ტენერიფე“ აცხადებს ხესუს დე მიგელ ალამედას ტრაგიკულად გარდაცვალების შესახებ სამშაბათს, 2026 წლის 3 ნოემბერს, დილის 8:00 საათზე“. ტენერიფემ ასევე მოითხოვა ოჯახის პირადი ცხოვრებისადმი „უდიდესი პატივისცემა“ და განაცხადა, რომ სტადიონის ოფისებში საჯარო ღონისძიებები შეჩერებულია შემდგომ შეტყობინებამდე.
ტრაგედია ორშაბათს საღამოს, „ჰელიოდორო როდრიგეს ლოპესის“ სტადიონზე, სეგუნდა დივიზიონის მე-12 ტურის მატჩის დამატებულ დროში მოხდა, რომელიც ფრედ დასრულდა. სტუმართა მეკარე, ხესუს ოვონო, თავისი საჯარიმოდან გამოვიდა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელს მუხლით დაარტყა, რისთვისაც მას პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენეს. დე მიგელი მოედანზე დაეცა.









