ავსტრალიელი მოდელი საჰარა რეი, რომელიც 2016 წელს ჯასტინ ბიბერს ხვდებოდა, პარასკევს, 16 ოქტომბერს, 34 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის ქალი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში, სინთეზური ოპიოიდების ზედოზირების მსხვერპლი გახდა.
“ის გასულ ღამეს, საავადმყოფოში, ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა. იგი ყველას ძალიან უყვარდა”, - განაცხადა მისმა დედამ, გრეტხენ ბახმა (Gretchen Bach) ბრიტანულ გამოცემასთან ორშაბათს, 19 ოქტომბერს.
ავსტრალიელი სერფინგის ჩემპიონის, ტონი რეის ქალიშვილი, საჰარა რეი ავსტრალიას, ჰავაისა და კალიფორნიას შორის გაიზარდა. კალიფორნიაში იგი ბოლო რამდენიმე წელი ცხოვრობდა, სადაც მოღვაწეობა საცურაო კოსტიუმების სხვადასხვა ბრენდის მოდელად დაიწყო, სანამ საკუთარ ხაზს - Sahara Ray Swim-ს შექმნიდა.
2016 წელს, 23 წლის ასაკში, ახალგაზრდა ქალი ჰავაიზე, ჯასტინ ბიბერთან ერთად შვებულებაში ყოფნისას დააფიქსირეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ სავარაუდო რომანს არცერთი მხარე არ ადასტურებდა, ამ ფაქტმა საჰარა რეის ფართო საზოგადოების ყურადღება მოუტანა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ასევე ურთიერთობა ჰქონდა ავსტრალიელ მომღერალ კოდი სიმპსონთან (მ2015 წელს და ამერიკელ მუსიკოს Mod Sun-თან 2024-2025 წლებში.




