ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 8%-ზე მეტით შემცირდა — მიზეზი ირანთან მოსალოდნელი შეთანხმებაა.

ნავთობის ფასების მკვეთრ ვარდნას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტით გამოეხმაურა.

„ნავთობის ფასები ელვის სისწრაფით ეცემა, თითქმის 10 დოლარით ბარელზე ბარელზე, ეს რეკორდია, რადგან ხალხს მიაჩნია, რომ ირანთან ომი არ იქნება. ირანს სურს შეთანხმება, რაც შეიძლება მალე. ეს შეიძლება მოხდეს!“, - წერს ტრამპი. 

ორშაბათს, 3 ნოემბრის ვაჭრობაზე Brent-ის ტიპის ნავთობი მართლაც 8%-ზე მეტით გაიაფდა, სავაჭრო პლატფორმაზე  01:52 საათისთვის  1 ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 103.992 დოლარს შეადგენდა. ხოლო დახურვისას 104.083 იყო წინა სესიის 113.55  დოლარზე 9.320 დოლარით ნაკლებია



ვარდნას ანალიტიკოსები აშშ-სა და ირანს შორის დიპლომატიური კონტაქტების განახლების მოლოდინს უკავშირებენ.

მოამზადა რაულ კაპანაძემ