თბილისის მერიის ინფორმაციით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კოსმონავტების სანაპიროს 13ა-ს მიმდებარედ მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები იწყება.

„დაგეგმილი სამუშაოების გამო, 5 ნოემბრის 00:00 საათიდან სამი თვის განმავლობაში, გზის სავალი ნაწილის ერთ სამოძრაო ზოლში გადაადგილება შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.