საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ლიმასოლში ევრობასკეტის ჯგუფური ტურნირის ბოლოსწინა ტურის შეხვედრა გამართა.
ქართველმა კალათბურთელებმა ევრობასკეტი 2025-ის ბოლოსწინა ტურში მასპინძლები დაამარცხეს და ბოლო ტურის წინ ორი გამარჯვება აქვთ ორი მარცხის წილ.
საქართველო - კვიპროსი 93:61(15:13,27:13,26:15,25:20)
თორნიკე შენგელია 25,33 წუთი - 27 ქულა
გოგა ბითაძე 22,45 წუთი - 21 ქულა
დუდა სანაძე 26,52 წუთი - 10 ქულა
კამარ ბოლდუინი 24,41 წუთი - 8 ქულა
გიორგი შერმადინი 14,34 წუთი - 6 ქულა
ალექსანდრე მამუკელაშვილი 25,45 წუთი - 5 ქულა
ბექა ბურჯანაძე 14,25 წუთი - 5 ქულა
კახაბერ ჯინჭარაძე 13,08 წუთი - 5 ქულა
გიორგი ოჩხიკიძე 15,59 წუთი 4 ქულა
გიორგი კორსანტია 02,41 წუთი - 2 ქულა
რატი ანდრონიკაშვილი 13,35 წუთი
ალექსანდრე ფევაძე არ უთამაშია
მწვრთნელი:
ალექსანდარ ჯიკიჩი
მწვრთნელის ასისტენტები:
ანატოლი ბიოსა და მარკო ესპოზიტო
დღეს ჯგუფში ბოლოსწინა ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს იტალია და ესპანეთი დაუპირისპირდებიან, 4 სექტემბერს, ბოლო ტურში კი ერთმანეთს შეხვდებიან:
საქართველო - ბოსნია და ჰერცეგოვინა
იტალია - კვიპროსი
საბერძნეთი - ესპანეთი
მოგების შემთხვევაში საქართველოს პლეი-ოფში გასვლა გარანტირებულია, მარცხის შემთხვევაში კი მეოთხე ადგილზე გასვლა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ესპანეთი ორივე შეხვედრას წააგებს.
მასალა ბოლოს 22:10 საათზე განახლდა.