მსოფლიო თასის ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის სექტემბრის პირველი ტურის მესამე სათამაშო დღის ყველა შეხვედრა დასრულდა

ერევანში, პორტუგალიის ნაკრებმა სომხეთი საუდის არაბეთში მოთამაშე პორტუგალიელთა მიერ გატანილი გოლებით გაანადგურა. დუბლი კრიშტანუ რონალდუმ და ჟოაუ ფელიქსმა შეასრულეს, ერთი გოლი კი ჟოაუ კანსელუმ გაიტანა.

კრიშტიანუ რონალდუს მიერ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრებში გატანილი გოლების რაოდენობა 38-მდე გაიზარდა და ამ მაჩვენებლით იგი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა შორის, 38 გატანილი გოლით, მეორე ადგილზეა. პირველ ადგილზე 39 გოლით გვატემალელი კარლოს რუისია, რონალდუს მომდევნო, მესამე ადგილს კი არგენტინელი ლიონელ მესი იკავებს 36 გოლით. მეოთხე ადგილზე მყოფ ირანელ ალი დაეის 35 გოლი აქვს გატანილი, მეხუთეზე მყოფ პოლონელ რობერტ ლევანდოვსკის კი 31 გოლი. 

სულ, ნაკრებში კრიშტანუ რონალდუს 140 გოლი აქვს გატანილი.

სომხეთი - პორტუგალია 0:5(0:3)
გოლები: 10' ჟოაუ ფელიქსი 0:1, 21' კრიშტიანუ რონალდუ 0:2, 32' ჟოაუ კანსელუ 0:2, 46' კრიშტიანუ რონალდუ 0:4, 61' ჟოაუ კანსელუ 0:5

ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში უნგრეთი დუბლინში პირველ ტაიმში ორი ბურთის სხვაობით დაწინაურდა, მაგრამ მე-2 ტაიმის მე-7 წუთიდან, როცა ანგარიში 1:2 იყო, კაცნაკლული დარჩა, მასპინძელთა დაწოლას ბოლომდე ვერ გაუზლო და ფრეს დასჯერდა.

ირლანდია - უნგრეთი 2:2(0:2)
გოლები: 2' ბარნაბას ვარგა 0:1, 15' როლანდ სალაი 0:2, 49' ევან ფერგიუსონი 1:2, 90+3' ადამ იდაჰი 2:2
გაძევება: 52' როლანდ სალაი (წითელი ბარათი)

H ჯგუფში ზედიზედ მეოთხე გამარვება მოიპოვა ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრებმა. ავსტრიამ კვიპროსი ერთადერთი გოლით დაამარცხა.

ბოსნია და ჰერცეგოვინა 0:6(0:1)
გოლები: 21' ბენჟამინ ტაჰიროვიჩი 0:1, 70' და 72' ედინ  ჯეკო 0:2 და 0:3, 81' სამედ ბაზდარი 0:4, 85' კერიმ ალაიბეგოვიჩი 0:5, 90' ნიჰად მუიაკიჩი 0:6
გაძევება: 16' ალესანდრო გოლუნიჩი (სან-მარინო, წითელი ბარათი)

ავსტრია - კვიპროსი 1:0(0:0)
გოლი: 54' მარსელ საბიცერი, თერთმეტმეტრიანიდან

K ჯგუფში ინგლისმა ანდორა დაამარცხა, ლატვია სახლში სერბეთთან დამარცხდა.

ინგლისი - ანდორა 2:0(
გოლები: 25' კრისტიან გარსია, საკუთარ კარში 0:1, 67' დეკლან რაისი 2:0

ლატვია - სერბეთი 0:1(0:1)
გოლი: 12' დუშან ვლაჰოვიჩი