ჩოგბურთი საფრანგეთის ღია პირველობაზე მთავარი მატჩი - კაცთა ინდივიდუალური პირველობის ფინალური შეხვედრა დასრულდა.  

ლეგენდარულმა სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ნორვეგიელი კასპერ რუდი 7:6(7:1), 6:3, 7:5 დაამარცხა და კარიერის განმავლობაში მესამედ გახდა საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებული.




აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებით ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოგებული დიდი სლემის ტურნირების რაოდენობა ოცდასამამდე გაზარდა და ამ მხრივ ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა 10-ჯერ გაიმარჯვა ავსტრალიის ღია პირველობაზე (ნადალმა 2-ჯერ), 3-ჯერ საფრანგეთის ღია პირველობაზე (ნადალმა 14-ჯერ), 7-ჯერ უიმბლდონზე (ნადალმა 2-ჯერ) და 3-ჯერ აშშ-ის ღია პირველობაზე (ნადალმა 4ჯერ).

„როლან გაროსზე" გამარჯვებისთვის ნოვაკ ჯოკოვიჩს  2000 სარეიტინგო ქულა დაერიცხება და მსოფლიო რეიტინგში მეოთხედან პირველ ადგილზე გადაინაცვლაბს. მას 2 300 000 ევრო ფულადი ჯილდო გადაეცემა. კასპერ რუდი ფინალში ასპარეზობისთვის 1 115 000 ევროს მიიღებს. ის კვლავ მსოლიოს მეოთხე ცოგანი იქნება.