კომპოზიტორმა დავით ევგენიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „რანინა“, კონკურსანტების მიერ „ჩაკრულოს“ შესრულების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს ბატონი ვერანი გახდება, რასაც საზოგადოებაში არაერთგვარი შეფასება მოჰყვა. 

"...აქ რამდენი ქართველიც არსებობს დედამიწაზე, იმდენი ქულაა ამ სიმღერაში. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადაო არა მარტო საქართველოსთვის, დღეს  ეს  მინდა მთელმა მსოფლიომ გაიგოს, ვერასდროს ვერავინ გახდება ჩვენი ბატონი, არ არსებობს, ჩვენ ვართ ჩვენი მრწამსის, რელიგიის მატარებლები, ეს იქნება სანამ კაცობრიპონბა არსებობს, საქართველო იქნება ისეთი, როგორიც დღეს მოვისმინეთ, ამ სცენაზე...

მადლობა, რომ ქართველი ვარ“. -  განაცხადა დათო ევგენიძემ, სანდრო გურგენიძის,  ოთო ბაზერაშვილისა და "შავნაბადას" შესრულებული "ჩაკრულოს" შეფასებისას.