ღონისძიების ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები 31 ღვაწლმოსილი ადამიანის დაჯილდოების ცერემონიალი მოეწყო. მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ ადამიანები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება, უანგაროდ, სხვებზე ზრუნვასა და შრომაში გაატარეს


ღვაწლმოსილი ადამიანების საპატივსაცემოდ, სხვადასხვა ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა

ღონსძიებას, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომრის მოადგილე ტიტე აროშიძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მამუკა თურმანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ

ღონისძიების მიზანია გამოავლინოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სხვებზე ზრუნვაში