აღნიშნული ოჯახების განსახლების საკითხი კომისიამ გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე განიხილა.
ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ ექვსთვიანი ვადა ეძლევათ.
შერჩეულ სახლებს, უმეტეს შემთხვევაში, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.
2024 წელს, სააგენტომ, ჯამში, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 500-ზე მეტი ოჯახისთვის სახლის შესყიდვაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.