საფრანგეთის ლიგა 1-ში ოცდამეათე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე მყოფმა „მეცმა“ სახლში „პარიზი“ მიიღო, დამარცხდა და საპლეიოფე მეთექვსმეტე ადგილზე მყოფ „ოსერს“ ათი ქულით ჩამორჩა.

გიორგი ქვილითაია (Flashscore - 7,4) მინდორზე 30-ე წუთზე შევიდა ტრავმირებული ჰაბიბ დიალოს ნაცვლად, შესვლისთანავე გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. გიორგი წიტაიშვილი (Flashscore - 7,4) მინდორზე პირველიდან ბოლო წუთამდე იყო და მას თანაგუნდელთა შორის ყველაზე მაღალი შეფასება ჰქონდა.

„მეცი“ - „პარიზი“ 1:2(1:1)
გოლები: 21' ალიმანი გორი 0:1, 31' გიორგი ქვილითაია 1:1, 69' ოტავიო 1:2, 89' ილან ქებალი 1:3