დღეს, უნგრეთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მე-6 ჯგუფის შეხვედრა გაიმართა უნგრეთის და საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებ გუნდებს შორის.
უნგრეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში გარანტირებული ჰქონდა, საქართველოს კი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან სასწაულებრივი გამარჯვებით ეძლეოდა შანსი.
საქართველოს ნაკრების ხელბურთელებმა შეძლეს სასწაულის მოხდენა და მასპინძლები ერთი ბურთის სხვაობით დაამარცხეს. ვიდეოში აღბეჭდილია შეხვედრის მომენტი, როცა უკვე ამოწურული დროის შემდეგ გიორგი ცხოვრებაძეს 7-მეტრიანი საჯარიმოდან ტყორცნით გააქვს ბურთი მასპინძელთა კარში.
უნგრეთი - საქართველო 30:31(14:17)
🇬🇪 Giorgi Tskhovrebadze sends Georgia to their first EHF EURO in history with a last-second penalty!! 😱#ehfeuro2024 | #heretoplay | @GeorgiaHandball pic.twitter.com/o1BWgC7YT1
— EHF EURO (@EHFEURO) April 30, 2023
საქართველოს ნაკრებიდან ბურთები გაიტანეს:
გიორგი ცხოვრებაძემ - 8
თეიმურაზ ორჯონიკიძემ - 7
ირაკლი კბილაშვილმა - 4
ირაკლი არსენაშვილმა - 4
გიორგი არველოდ დიხამინჯიამ - 4
მირიან გავაშელიშვილმა -2
გიორგი ლაპიაშვილმა - 1
ხაზეინ რუსტამოვმა - 1
გუნდის შემადგენლობაში იყვნენ აგრეთვე:
ზურაბ ცინცაძე, დავით ნიქაბაძე (მეკარეები), ირაკლი გოგოლაძე, სანდრო დარსანია, ზურაბ გოგავა, ნიკოლოზ კალანდაძე, ზურიკო სიმონია. მწვრთნელი ტიტე კალანდაძე.
„უნგრეთი ერთ-ერთი დიდი გუნდია და საუკეთესოა ჩვენს ჯგუფში. ამიტომ, ძალიან ვამაყობ ჩვენი გუნდით ამ გამარჯვებით. ჩვენთვის საოცრებაა ევროპის 24 საუკეთესო გუნდში ყოფნა", - განაცხადა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა
ფინალურ ეტაპზე, რომელიც გერმანიაში გაიმართება, მასპინძლებთან და ესპანეთის შვედეთის და დანიის გუნდებთან (ევროპის სამი საუკეთესო გუნდი) ერთად იასპარეზებენ პორტუგალიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ნორვეგიის, სერბეთის, ისლანდიის, ჩეხეთის, ავსტრიის, რუმინეთის, ნიდერლანდების, ხორვატიის, უნგრეთის, შვეიცარიის, სლოვენიის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, საფრანგეთის და პოლონეთის (ჯგიფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები) და საბერძნეთის, მონტენეგროს, ფარერების და საქართველოს (ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი) გუნდები.
ოთხი საუკეთესო მესამადგილოსნის გამოსავლენი ცხრილი (მხედველობაში მიიღებოდა ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასულ გუნდებთან ნაჩვენები შედეგები):
1. მონტენეგრო 4-1-0-3 ბურთები 118:119 ქულა 2 ბურთების სხვაობა -1
2. ფარერები 4-1-0-3 ბურთები 106:119 ქულა 0 ბურთების სხვაობა -13
3. საბერძნეთი 4-1-0-3 ბურთები 109:124 ქულა 2 ბურთების სხვაობა -15
4. საქართველო 4-1-0-3 ბურთები 97:121 ქულა 2 ბურთების სხვაობა -24
შვეიცარია - საქართველო 24:23
საქართველო - უნგრეთი 24:41
საქართველო-ლიეტუვა 32:18
ლიეტუვა-საქართველო 35:27
საქართველო-შვეიცარია 19:26
უნგრეთი-საქართველო 30:31
ლიეტუვა მე-4 ადგილზე გავიდა და მასთან თამაშების შედეგები არ იქნა გათვალისწინებული
5. ესტონეთი 4-0-0-4 ბურთები 101:130 ქულა 0 ბურთების სხვაობა -29
6. თურქეთი 4-0-0-4 ბურთები 116:147 ქულა 0 ბურთების სხვაობა -31
7. იტალია 4-0-0-4 ბურთები 108:142 ქულა 0 ბურთების სხვაობა -34
8. სლოვაკეთი 4-0-0-4 ბურთები 96:135 ქულა 0 ბურთების სხვაობა -39
ჯგუფებში მეოთხე ადგილებზე გავიდნენ: ლუქსემბურგი (ნული ქულით), ფინეთი (2 ქულით), ისრაელი (ორი ქულით), უკრაინა (4 ქულით. ამდენივე ქულა, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობა ჰქონდათ რუმინელებს და ფარერელებს), ბელგია (ნული ქულით), ლიეტუვა (2 ქულით), კოსოვი (ნული ქულით), ლატვია (ნული ქულით)