პარიზში დასრულდა მედლების გათამაშება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 67-87 კგ წონით კატეგორიებში

67 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ირანელმა საიდ ესმაილი ლეივესმა 6:5 დაამარცხა უკრაინელი ფავრიზ ნასიბოვი და ირანელ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს პარიზში მეორე ოლიმპიური ოქროს მედალი მოუტანა.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა აზერბაიჯანელმა ჰასრატ ჯაფაროვმა ყირგიზ ამანტურ ისმაილოვს 8:0 მოუგო, კუბელმა ლუის ალბერტო ორტა სანჩესმა  სომეხ სლავიკ გალსტიანს კი 7:0.

87 კგ წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ბულგარელმა სემიონ ნოვიკოვმა 7:0 სძლია ირანელ ალირეზა მოჰმადიპიანის.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა დანიელმა ტურპალ ალი ბისულთანოვმა უნგრელ დავიდ ლოსონცია 2:1 მოუგო, უკრაინელმა ჟან ბელენიუკმა პოლონელ არკადიუშ კულინიჩს კი 3:1.

ამრიგად, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სულ გათამაშებული 6 ოქროს მედლიდან ორ-ორი იაპონელებმა და ირანელებმა მოიპოვეს, თითო-თითო კი ბულგარელებმა და კუბელებმა.

სამივე სინჯის მედლები ქვეყნებს შორის ასე განაწილდა:
ირანი 2-1-1
იაპონია 2-0-0
კუბა 1-0-2
ბულგარეთი 1-0-0
სომხეთი  0-1-1
უკრაინა 0-1-1
ჩინეთი 0-1-1
ყაზახეთი 0-1-0
ჩილე 0-1-0
ყირგიზეთი 0-0-3
აზერბაიჯანი 0-0-1
დანია 0-0-1
ჩრდილოეთ კორეა 0-0-1

დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით საქართველოს ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეებს 1996 წლიდან დღემდე გამართული რვიდან შვიდ ოლიმპიურ თამაშში აქვთ მოპოვებული მედლები:

1996წ 0-0-0
2000წ.0-0-2 (63კგ აკაკი ჩაჩუა, 85კგ მუხრან ვახტანგაძე)
2004წ. 0-1-0 (96კგ რამაზ ნოზაძე)
2008წ. 1-0-0 (74კგ მანუჩარ კვირკველია)
2012წ. 0-1-1 (ვერცხლი 60კგ რევაზ ლაშხი, ბრინჯაო 66კგ მანუჩარ ცხადაია)
2016წ 0-0-1 (66კგ შმაგი ბოლქვაძე)
2021წ 0-1-0 (130კგ იაკობ ქაჯაია)
2024წ 0-0-0

სულ 1-3-4