პარიზში დასრულდა მედლების გათამაშება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 77-97 კგ წონით კატეგორიებში.

 

 

97 კგ წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ირანელმა მოჰამადჰადი სარავიმ სომეხი არტურ ალექსანიანი 4:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი არტურ ალექსანიანი 2012 წელს ლონდონში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროში ოქროს მედალი მოიპოვა, 2021 წელს კი ტოკიოში ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრებში ყირგიზმა უზურ ძუჟურბეკოვმა ეგვიპტელი მუჰამედ გაბრი 2:1 დაამარცხა, კუბელმა გაბრიელ ალეხანდრო როსილო კინდელანმა კი უზბეკ რუსტამ ასაკალოვს 2:0 მოუგო.

77 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლისთვის შეხვედრა იაპონელმა კუსაკა ნაომ 5:2 მოუგო ყირგიზ დემეუ ჟადრაევს, ბრინჯაოს მედლებისთვის შეხვედრებში კი სომეხმა მალხაზ ამოიანმა უზბეკი არამ ვარდანიანი 6:5 დაამარცხა, ყირგიზმა აკჟოლ მაჰმუდოვმა კი 6:5 აზერბაიჯანელ სანან სულეიმანოვს მოუგო.

ამრიგად, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ოთხ წონით კატეგორიაში შეჯიბრების დასრულების შემდეგ იაპონელებს ორი ოქროს მედალი აქვთ (60კგ - ფუნიტა კენიჩირო და 77კგ კუსაკა), თითო-თითო კი ირანელების (97კგ მოჰამადჰადი სარავი) და კუბელების (130კგ მიხაინ ლოპეს ნუნიესი) ანგარიშზეა.

შეგახსენებთ, რომ სამი ქართველი ბერძნულ-ქართული სტილით მოჭიდავიდან ორი ასპარეზობას პირველ წრეში გამოეთიშა, მესამე, ლაშა გობაძე კი ხვალ რეპეშაჟიდან შეეცდება ბრინჯაოს მედლის მოპოვებას.