კერძო დაცვითი ორგანიზაციები რკინიგზის, რკინიგზის სადგურებისა და სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის დაცვას ვეღარ განახორციელებენ. შესაბამისი ცვლილებები „სარკინიგზო კოდექსში“ შედის.

კანონპროექტის მიხედვით განისაზღვრება, რომ მსვლელობის გზაზე, რკინიგზის სადგურებში ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვას განახორციელებს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი.

პროექტში ნათქვამია, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი პასუხისმგებელი იქნება, მისთვის ჩაბარებული ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვაზე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

პროექტი ითვალისწინებს გარდამავალ დებულებას, რომელიც ადგენს, რომ ამ კანონის ამოქმედებამდე რკინიგზის მიერ ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვის მიზნით კერძო დაცვით ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულებები ძალაში იქნება მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.