მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ბექა ურუშაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თელავში, ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

დასკვნით ეტაპზეა ძმები პაპუაშვილებისა და ბალარჯიშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები. აქტიურად მიმდინარეობს სოლომონ ლეონიძის, გვირაბისა და ვაჩნაძის ქუჩების აღდგენა. მოწესრიგდა საჰაერო და მიწისქვეშა კომუნიკაციები, განახლდა ღობეები და შეიცვალა გარე განათების ბოძები. შედეგად, ქუჩებს დაუბრუნდება თელავისთვის დამახასიათებელი ისტორიული იერსახე.