ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ღობეს აღენიშნება ფიზიკური ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება და ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ღობეს არ აღენიშნება ჭრის კვალი, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთა საქმის პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა განაცხადა.
თამარ ბეჟუაშვილის თქმით, საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია ვიდეოჩანაწერი, სადაც ნათლად ჩანს ბრალდებულთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები.
„სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი გახლავთ მტკიცებულება, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. კონკრეტულად ღობესთან დაკავშირებით. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ღობეს აღენიშნება ფიზიკური ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება და ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ღობეს არ აღენიშნება ჭრის კვალი. შესაბამისად, აღნიშნული ექსპერტი ბრალდების მხარეს შეყვანილი ჰყავს დასაკითხ პირთა სიაში და სასამართლოს წინაშე მათ შორის დაცვის მხარესაც ექნება საშუალება, დაუსვას შეკითხვები კვლევასთან დაკავშირებით.
მთელს სისხლის სამართლის საქმეზე 38 ტომზე მეტი გახლავთ წარმოდგენილი მტკიცებულებები. რაც შეეხება უშუალოდ ვიდეოჩანაწერებს, მათში არაერთი რაკურსით, სხვადასხვა მხრიდან დაფიქსირებული, ნათლად აღბეჭდილი, ბრალდებულთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები ჩანს“, - განაცხადა თამარ ბეჟუაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, დაინტერესდება თუ არა გამოძიება პრემიერის ჩვენებით, რადგან მან განაცხადა, რომ ჰქონდა წინასწარი ინფორმაცია, პროკურორმა განაცხადა: „ბატონი პრემიერის მიერ მოვლენების დასრულების შემდგომ გაკეთებული პოლიტიკური შეფასება ვერ გახდება საფუძველი მისი სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისა“.
Tamuna
პროკურორი 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებზე - პოლიტიკური შეფასება პრემიერის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვის საფუძველი ვერ გახდება
პოლიტიკური შეფასება პრემიერის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვის საფუძველი ვერ გახდება, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებზე საქმის პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა განაცხადა.
კერძოდ, მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვაზე, დაინტერესდება თუ არა გამოძიება პრემიერის ჩვენებით, რადგან მან განაცხადა, რომ ჰქონდა წინასწარი ინფორმაცია, რაზეც პროკურორმა უპასუხა:
„ბატონი პრემიერის მიერ მოვლენების დასრულების შემდგომ გაკეთებული პოლიტიკური შეფასება ვერ გახდება საფუძველი მისი სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისა“, - დასძინა თამარ ბეჟუაშვილმა.
პროკურორმა ისაუბრა სამართლებრივ მტკიცებულებებზე, მისი თქმით, წარმოდგენილია ვიდეოჩანაწერი, სადაც ნათლად ჩანს ბრალდებულთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები.