პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დასრულდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შეხვედრები +130 წონით კატეგორიაში

ლეგენდარულმა კუბელმა მოჭიდავემ, 42 წლის მიხაინ ლოპეს ნუნიესმა ფინალურ შეხვედრაში ჩილელ იასმანი აკოსტა ფერნადესს 6:0 სძლია და ზედიზედ მეხუთედ გახდა ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელი.

შეხვედრის დამთავრების შემდეგ ლეგენდარულმა კუბელმა მოჭიდავემ (მას ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ არ უჭიდავია და ხალიჩაზე პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად დაბრუნდა) მოჭიდავის ფეხსაცმელი ხალიჩაზე დატოვა ნიშნად იმისა, რომ ჭიდაობას დაემშვიდობა

ბრინჯაოს მედლებისთვის შეხვედრებში ჩინელმა მენ ლინჩჟემ ეგვიპტელი მოჰამედ აბდელატიფი დაამარცხა, ირანელმა ამინ მირზაზადემ კი აზერბაიჯანელი საბაჰ შარიათი